15 ქართველ და სამ თურქ მეზღვაურს თურქეთში, სტამბოლის ათა თურქის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი დახვდნენ.

მათ დასახვედრად მიხეილ სააკაშვილი სპეციალურად ბათუმიდან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კი ანკარიდან ჩაფრინდნენ სტამბოლში.

პრემიერმა და პრეზიდენტმა მეზღვაურებს გათავისუფლება და შინ მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

მეზღვაურებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და თურქული და ქართული მხარეების იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც მძევლების გასათავისუფლებლად ტარდებოდა.